Home » მთავარი » უზენაეს სასამართლოსთან რუსთვი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოსთან რუსთვი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოსთან რუსთვი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები.

სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები უმაღლეს ინსტანციას მოუწოდებენ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახივლელად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლო დღეს რუსთავი 2-ის საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

რუსთავი 2 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასაც მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სხდომა დახურული იქნება და მას მხარეები არ დაესწრებიან.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...