Home » მთავარი » უკანასკნელი ფოტო და ე.წ ,,გზის რუქა“ სოსო ოსურაულის გადასარჩენად

უკანასკნელი ფოტო და ე.წ ,,გზის რუქა“ სოსო ოსურაულის გადასარჩენად

სოსო ოსურაულის თვითმფრინავის ჩამოგდებამდე 15 წუთით ადრე გადაღებული ფოტო

 კონგოში დაკავებული, შემდეგ საგარეოსაქმეთა სამინისტროს მიერ „სავარაუდოდ“ გარდაცვლილი მფრინავი სოსო ოსურაული საზოგადოების ყურადრების ცენტრშია. სამინისტროს ინფორმაციას არ ენდობიან მფრინავის მეგობრები და ნათესავები.

 ამ წუთებში თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ, დაკარგული მფრინავის ბოლო ფოტო მოგვაწოდა და გვითხრა, რომ ამ ფოტოს გადაღების შემდეგ 10 წუთში თვითმფრინავი ჩამოადგეს.

თადარიგის პოლკის სოსო ოსორაულის ბოლო გაფრენა. მისი ბორტი არის პირველი, მეორე ბორტით ფრინავს ნაცმოძრაობის მიერ უსამართლოდ დაჭერილი და შემდგომში პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ქართველი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი. ზუსტად 15 წუთის შემდეგ ისინი ჩამოვარდნენ… სოსო დღემდე M-23 დაჯგუფების ტყვეობაში რჩება.

1. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყონებლივ მოიხადოს ბოდიში კონგში ტყვედ ჩავარდნილ პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულთან მიმართებაში ყოვლად უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო. ,,თითქოს სავარაუდოდ ის გარდაიცვალა“

2. თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ლევან იზორიამ მოიხადოს ბოდიში, კონგოში ტყვედ ჩავარდნილ პოლკოვნიკთან იოსებ ოსოაულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო რომ თითქოს ,, პოლკოვნიკმა იოსებ ოსორაულმა არმიიდან წასვლა და კონგოში მოღვაწეობა მეტი ფინანსური დაინტერესების გამო გამოთქვა. სახელმწიფო უწყებებიდან უნდა დაიფილტროს საბოტაჟურად მოქმედი ჩინოვნიკები, რომლებიც მიზანმიმართულად ახდენენ სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციას. მოქმედებენ ანტისახელმწიფოებრივად და ცდილობენ მღელვარების გამოწვევას საზოგადოებაში.

მათი განცხადებებიდან სახეზეა ხალხის მიზანმიმართული აზვირთების მცდელობა ხელისუფლებასთან მიმართებაში რა მომენტშიაც იყენებენ საოცრად სენსიტიურ თემებს. უმოკლეს დროში შეიქმნება ,,სამუშაო ჯგუფი“ რომელიც დაკომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოების გულში მყოფი პროფესიონალებიდან ,,თადარიგის სამხედროებიდან, ყოფილი დიპლომატიური კორპუსის წევრებიდან, ჟურნალისტებიდან და ა.შ.“ მუშა ჯგუფი განსაზღვრავს დღის წესრიგს და შესთავაზებს სახელმწიფოს ე.წ ,,გზის რუქას“ ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. არ გამოვრიცხავ კონგოში ჩავფრინდე პირადად შევხვდე იქ მყოფ ქართულ კონტინგენტს რომლებიც მსხვერპლი არიან : ხიდაშელის, იზორიას და მათი წინამორბედების უგუნურების. ( ამის დიდი სურვილი მაქვს).

მე მსურს მშვიდობა, სტაბილიზაცია და სამშობლოში დაბრუნებული პოლოვნიკი სოსო ოსორაული.

ნემსაძე სამინისტროს განცხადების შემდეგ დაჟინებით იმეორებს, რომ ოსურაული ცოცხალია და არ შეიძლება „ცოცხალი კაცის მკვდრად გამოცხადება“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/?s=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D+%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

ნემსაძის მსგავსად ოსურაულის სიკვდილის არ სჯერა და სამინისტროსგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორი ვლადიმერ მელაშვილი.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d-%e1%83%a3%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

საკითხი საკმაოდ აქტუალურია და იედია მალე საზოგადოება დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებს.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...