Home » მთავარი » უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეები კომპენსაციას იმის მიუხედავად მიიღებენ, აღადგენენ თუ არა

უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეები კომპენსაციას იმის მიუხედავად მიიღებენ, აღადგენენ თუ არა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქეების, მერი გიორგაძის და ფიქრია მერაბიშვილის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საჯარო სამსახურის კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა განაცდური ხელფასის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო.

უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეები კომპენსაციას იმის მიუხედავად მიიღებენ, აღადგენენ თუ არა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

მოსარჩელეების ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცენტრის იურისტები იცავდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...