Home » მთავარი » „უკვე ფინალურ ფაზაში ვიმყოფებით და ევროპეიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება“

„უკვე ფინალურ ფაზაში ვიმყოფებით და ევროპეიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება“

სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ე.წ. ტრიალოგის ფორმატში შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს  ევროპეიზაციის პროცესი იქნება შეუქცევადი.

-„ჩვენ უკვე ფინალურ, საბოლოო ფაზაში ვიმყოფებით და პროცესი ძალიან მალე დასრულდება. ევროპარლამენტი, მის უახლოეს სხდომაზე იმედია, რომ საბოლოოდ უყრის კენჭს და დაამტკიცებს, რის შემდეგ უკვე ფორმალურად მოხდება ევროპის საბჭოს მინისტრების მხრიდან მისი ფორმალური დამტკიცება და შემდეგ უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უკვე ხელს მოაწერენ ამ შესწორებას და ის გამოქვეყნდება ჟურნალში. რაც შეეხება ძალაში შესვლას, იგი ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი“ -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე იმსჯელებენ

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე  იმსჯელებენ. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დღევანდელი ...