Home » მთავარი » უკვე 85 დადასტურებული შემთხვევა
ეზუგბაია

უკვე 85 დადასტურებული შემთხვევა

“კოვიდ 19”-ით უკვე 85 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში. აქედან 33 ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. როგორც ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, 4 პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ აქედან 2 ინფიცირებული სტაბილურად მძიმეა, 2 -ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

რაც შეეხება ბოლოს შესული პაციენტის კლასტერს, მარინა ეზუგბაია განმარტავს რომ წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მისი დადგენა.

კითხვაზე თუ რა ასაკის პაციენტები წარმოადგენენ კორონავირუსით დაავადებულთა რისკ-ჯგუფს, ეზუგბაიამ განაცხადა,  მათთან ყველა ასაკის პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

“როდესაც ჩვენთან დაიწყო “კოვიდ 19″- ით დაინფიცირებულთა გამოვლენები მეტ ნაკლებად სჭარბობდა ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტები, ბოლო ათი დღეა შეიცვალა ასაკობრივი სპექტრი და ამჟამად 60 წელს გადაცილებული 7 პაციენტია, დაინფიცირებული, 70-ს გადაცილებული – სამია და ორიც  80-ს გადაცილებულია. უფრო ასაკოვანებს იმიტომ ვაქცევთ ყურადღებას, რომ  ისინი მაღალი რისკის მქონე პაციენტებია და  დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი მათთან  რთულია და მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს. ” – განაცხადა ეზუგბაიამ

Facebook Comments
x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...