Home » მთავარი » უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა – 3000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება

უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა – 3000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება

პირველი ნოემბრიდან საპატრულო პოლიციას ურჩი მძღოლების გამოვლენაში ჭკვიანი კამერებიც დაეხმარება. უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემის დამონტაჟება თბილისის მასშტაბით თითქმის დასრულებულია.

მძღოლი შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ღერძულა ხაზს გადაკვეთით, ან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ჭკვიანი კამერა მძღოლის ავტომობილს დააფიქსირებს და შესაბამისი ტექსტური შეტყობინება ჯარიმის შესახებ ტელეფონზე მიუვა.

2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. 3000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...