Home » მთავარი » უკრაინაში თოვლის ბაბუა განხეთქილების საგანი ხდება…

უკრაინაში თოვლის ბაბუა განხეთქილების საგანი ხდება…

კიევის ხელისუფლებას არ სურს დამდეგი ახალი წელი თოვლის ბაბუასთან ერთად გაატაროს, ხელისუფლების სურვილია  „მაროზ ივანოვიჩი და მისი შვილიშვილი სნეგუროჩკა“, რომელთაც „საბჭოთა წარსულის გადმონაშთებს“ უწოდებენ, წმინდა სასწაულმოქმდი ნიკოლოზით ჩაანაცვლონ.

წელს საახალწლო პროგრამა სწორედ წმინდა ნიკოლოზისადმი მიძღვნილი მიუზიკლით დაიწყება, თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თოვლის ბაბუას სხვა პერსონაჟით ჩანაცვლება ბავშვებში სერიოზულ სტრესს გამოიწვევს.

საახალწლო მთავარი ნაძვის ხის პროგრამაში არც თოვლის ბაბუაა და არც „სნეგურაჩკა“, როგორც პროგრამის ავტორი, იგორ დუბროცკი ამბობს, ისინი უკვე რამდენიმე წელია ასეთი პროგრამისთვის ამზადებენ საზოგადოებას და ამ იდეას პოპულარიზაციას უწევენ.

სკოლების ნაწილი დაჟინებით მოითხოვს, რომ წელს საახალწლო ზეიმებზე არც სანტა-კლაუსები იყვნენ და არც „საბჭოთა თოვლის ბაბუები“, ისინი წმინდა ნიკოლოზის მისვლას მოითხოვენ, სკოლების ნაწილი კი ისევ თოვლის ბაბუას ანიჭებს უპირატესობას. არსებულ საკითხზე დაპირისპირებაა მშობლებს შორის და უნდა ითქვას, რომ დაპირისპირება საკმაოდ მკვერთ ხასიათს იღებს.

უკრაინასი მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას აინთება და სწორედ ამ დღეს აიღებს სტარტს საახალწლო პროგრამაც. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ თუ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუა არ იქნება, ისინი ბავშვებს არ გაიყვანენ.

წელს საახალწლო პროგრამა ითვალისწინებს „წმინდა ნიკოლოზის კონკურსებს“, „ნიკოლოზების გარბენს“ და სხვა. როგორც ადგილობრივი გაზეთები წერენ, საზოგადოების გარკვეული წრეები ოფიციალურ მიმართვებს წერენ და არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის ხელისუფლება და გახდება თუ არა თოვლის ბაბუა მორიგი დაპირისპირების საგანი, საბოლოოდ 19 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...