Home » მთავარი » უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ. პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მცხოვრებ, დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომელიც ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც გაესაუბრნენ.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებული მდგომარეობა ნათლად აღწერს რუსეთის რეალურ სახეს.  პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინამ და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპაციის შესაჩერებლად.

განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაც უნდა იყოს ერთობლივი.

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხურვალეთი უკვე დატოვეს. დღესვე დაგეგმილია პეტრო პოროშენკოს ვიზიტი ბათუმში.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...