You are here
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის გადაკვეთის საქმეს ორი მუხლით იძიებს მთავარი პოლიტიკა სამართალი უცხოეთი ყველა სიახლე 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის გადაკვეთის საქმეს ორი მუხლით იძიებს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ საზღვრის გადაკვეთის საქმეს ორი მუხლით იძიებს. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.

შევჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც დასახელდებიან ეჭვმიტანილები.

„დაწყებულია გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. ეს არის 332-ე მუხლი -უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაადგილების შესახებ და 342-ე მუხლი – სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებების შეგროვება. უკრაინის კრიმინალური საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საგამოძოები ქმედებების ჩატარებას და უკვე ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული პირების ეჭვმიტანილად ცნობა. ამ ეტაპზე ეჭვმიტანილები ამ სიტყვის იურიდიული მნიშვნელობით არ არიან“, – განაცხადა უკრაინის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

 

Comments

comments

Related posts