Home » მთავარი » უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებს  სოლიდარობას უცხადებს და აპირებს მათთან ერთად კარანტინი გაიაროს.

ზორიანა სკალეტსკამ სოცაილურ ქსელში განაცხადა, რომ მომავალ  14 დღეს იმ ადამიანების გვერდით იმავე პირობებში გაატარებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

როგორც მინისტრი ამბობს, მისი იქ ყოფნა დაამშვიდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ქალაქ ნოვი სანჟარიში ევაკუირებულების მოთავსებას აპროტესტებს.

„ის ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, კიდევ უფრო დათრგუნული არიან. პანიკა და ნულოვანი ტოლერანტობა, ნიჰილიზმი და აგრესია – ამ ყველაფერმა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე გთხოვთ, მადლობა გადაუხადოთ მათ, რომ ისინი დათანხმდნენ იზოლაციაში ყოფნას ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოების გამო“ -განაცხადა მინისტრმა.

ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. მათ ავტობუსებს ქვები დაუშინეს, საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...