Home » მთავარი » “უმადურები არ ვართ, მაგრამ, დამადლებულიც არაფერი გვინდა!”

“უმადურები არ ვართ, მაგრამ, დამადლებულიც არაფერი გვინდა!”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-” როგორც უმადურობა, ისე დამადლება არის სამარცხვინო გრძნობა და ქმედება! ამიტომ, ორივე მათგანი სამართლიანად და ადექვატურად უნდა შევაფასოთ. სიკეთის არ დანახვა და არ დაფასება, რა თქმა უნდა, რომ უმადურობაა და გასაკიცხი და დასაგმობია, მაგრამ, როდესაც გაკეთებულ სიკეთეს დაამადლი მოყვასს, იმ მიზეზით – “რომ მან იგი ვერ დაინახა”, – ესეც მიუღებელი და დამამცირებელია. პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მითუმეტეს არ შეიძლება შენს ხალხს, საზოგადოებას მუდმივად “შეახსენო”, რომ – ამა თუ იმ ადამიანმა ამდენი სიკეთე გააკეთა და ეს ხომ არ დაგავიწყდათ-ო?! რადგანაც, ერთ მშვენიერ დღეს ხალხს მობეზრდება ამგვარი დამადლება და უმადურობაში რომ არ ჩაეთვალოს, შეიძლება გადაწყვიტოს “ვალის დაბრუნება” იმ პირობით, რომ – “ოღონდ თავი დაგვანებე, ჩვენ თვითონ მივხედავთ საკუთარ თავს და ქვეყანას-ო”!..

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ეს შეიძლება ასე მოხდეს (თუ იგი და მისი ადეპტები, კვლავაც განაგრძობენ უკმაყოფილების გამოხატვას ქართველი ხალხის მისამართით – “ანალიზს ვერ აკეთებთ-ო”!), – მის მიერ 20 წლის მანძილზე ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდზე მეტი ლარი, ქართველმა ხალხმა მას დაუბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, – 2030 წლის 31 დეკემბრამდე!!!…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...