Home » მთავარი » „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ მხარს ელისაშვილს დაუჭერს

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ მხარს ელისაშვილს დაუჭერს

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ მხარს თბილისის მერობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ იოვაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომლებიც მართლაც ისწრაფვიან დემოკრატიისკენ, დამოუკიდებელი კანდიდატების ინსტიტუტს მიესალმებიან.

„დამოუკიდებელი კანდიდატი ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გარეშე იყრის კენჭს საკანონმდებლო, თუ სხვა არჩევით სახელმწიფო ორგანოში. ჩემი აზრით, სწორედ ასეთ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დიდი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რადგან დამოუკიდებელი კანდიდატი არავის მითითებებით არ იმოქმედებს, არავის წინაშე არ იქნება ვალდებული დაემორჩილოს და მხოლოდ იმ ხალხის მადლიერი იქნება, რომლებმაც მას ხმა მისცეს და აირჩიეს. ის მაქსიმალურად ეცდება, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს იმ ადგილზე, რომელსაც დაიკავებს და მისი ერთადერთი მსაჯული, ამომრჩეველი იქნება. ასეთ ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი შეხედულებები რაიონის, ან ქალაქის კეთილმოწყობის თვალსაზრისით, მოქმედების გეგმა. ის არ წავა კომპრომისებზე საკუთარ სინდისთან და ყველა მოქალაქე მისგან თანადგომას იგრძნობს.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველმა უპირატესობა, სწორედ დამოუკიდებლობას და არა პარტიულ დიქტატს უნდა მიანიჭოს და ნურავინ იტყვის, რომ არსებობენ კარგი და ცუდი პარტიები. საქმე ამაში არ არის, უბრალოდ შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს პარტიულსა და ხალხის ინტერესებს შორის.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო თბილისელებს ! საკრებულოში 50 ადგილია, 25-ს აქედან პარტიული სიით გასულები დაიკავებენ, 25 კი მაჟორიტარი დეპუტატების კუთვნილებაა. მოდით ავირჩიოთ საკრებულოს 25 დამოუკიდებელი წევრი, ადამიანები, რომლებიც არავის მისცემენ ქალაქზე ძალადობის უფლებას !

მოდით ავირჩიოთ დამოუკიდებელი მერი, რომელიც მიიღებს საკუთარ და არა სხვის ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს. როცა საარჩევნო ყუთებთან მიხვალთ, დაფიქრდით, თუ ვის და რატომ აძლევთ ხმას, რადგან ხშირ შემთხვევებში კანდიდატის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ იგი რომელიმე პარტიას წარმოადგენს !“- წერს თამარ იოვაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...