Home » მთავარი » „უმცირესობას ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა”

„უმცირესობას ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა”

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წლის საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ კრიტიკას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მაღალჩინოსნების ინტერესებზე მორგებული და ის მოქალაქეთა პრობლემებს არ ასახავს. მისივე თქმით,  რომ ოპონენტთა მოთხოვნები პოპულისტურია.

„უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. ის საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობისგან ჩვენ მივიღეთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ. ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არც არასდროს არ უჭერდნენ მხარს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს და თუ არ უნდათ რომ დაუჭირონ დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს. არ დაუჭერენ და ნუ დაუჭერენ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...