Home » მთავარი » „უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შევთავაზოთ განსაკუთრებული სტატუსი“

„უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შევთავაზოთ განსაკუთრებული სტატუსი“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, კერძოდ  დეპუტატი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

“ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან არის სწორი, დროული და აუცილებელი. თუკი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, რასაც ალბათ დრო დასჭირდება, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა.

დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღგენისათვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონერა – ჰონგ-კონგის სისტემას და დანარჩენი ჩინეთის სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გაუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...