Home » მთავარი » “უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება!”

“უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება!”

პრეზიდეტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გვარამია-ბურჭულაძის გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, ეკა მიშველაძის განცხადებით, ეს უკანონო ქმედებაა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, გამოძიება უნდა დაიწყოს და ფარული ჩანაწერების გავრცელება უნდა დასრულდეს.

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება, ყველა მედიასაშუალების მიერ ამის ატაცება. მართალია, ამ ჩანაწერში არაფერი არ არის სკანდალური და ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, ვგულისხმობ იმას, რომ არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ამ დრომდე მიჩვეულები ვართ, რასაც ვხედავთ ხოლმე, რაც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება. მაგრამ ზოგადად 2 ადამიანის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდეგ გავრცელება არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა, უკანონობა. ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მართვაზე და თვლის, რომ იგი არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და შეგრძნება, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...