Home » ბლოგი » უნდა იცოდეთ – ყურძნის ჯიში „უსახელაური“ და ყველაზე ძვირი ღვინო საქართველოში

უნდა იცოდეთ – ყურძნის ჯიში „უსახელაური“ და ყველაზე ძვირი ღვინო საქართველოში

მიხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“

საქართველოს რომელ სოფელში მოდის ყველაზე ძვირი ღვინო და რას საქმიანობს კიაზო არჯევანიძე?

რუსთავში ცხოვრობდა ერთი კარგი პიროვნება – კიაზო არჯევანიძე, მსახიობი, რეჟისორი, კულტურის სახლის დირექტორი. ამ 20 წლის წინ კიაზო მეუღლესთან, ქალბატონ ეთერ მამარდაშვილთან ერთად მშობლიურ ლეჩხუმს-ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშს დაუბრუნდა.

კიაზოს სოფელ ოყურეშში აქვს ორსართულიანი ნამდვილი უძველესი ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშის ისტორიული სასახლე. ახალი გადასული იყო ოყურეშში, რომ იტალიელი ეთნოგრაფები ჩამოვიდნენ და კიაზოს უთხრეს:

-ეს შენი სახლი ხელოვნების ნიმუშია, მოგვყიდე ეს სახლი, დავშლით, დავნომრავთ და იტალიაში წავიღებთ შენ კი 100 000 დოლარს გადაგიხდითო. ამ თანხით მე-20 საუკუნის 90-იან წლებში თბილისში მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ვერაზე თუ ვაკეში 5-6 კარგ სახლებს იყიდიდა და თან ბიზნესის დაწყების ფულიც ექნებოდა. მაგრამ კიაზომ იტალიელებს უთხრა, რომ ეს ჩემი სახლი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს აღრიცხვაზე აქვს აყვანილი, ნომერიც აქვს მიკუთვნებული და მილიონ დოლარადაც ვერ მოგცემთო.

ცაგერის რაიონის სოფელი ოყურეში მარტო იმით კი არ არის ცნობილი, რომ აქ კიაზო არჯევანიძე ცხოვრობს და უნიკალური სასახლე აქვს, არამედ საქართველოში მხოლოდ ამ ერთადერთ სოფელში მოდის ყველაზე უნიკალური ჯიშის ყურძენი რომლისგანაც დამზადებული ღვინო „უსახელაური“ ყველაზე ძვირად ფასობს.
თუ მაგალითად საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ევროპის ქვეყნებში აღიარებული რაჭული ღვინო „ხვანჭკარა“ საქართველოში 1 ლიტრა ღირს 30-35 ლარი, „უსახელაური“ ღირს 1 ლიტრა 75-85 ლარი, ასე რომ ფაქტიურად ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშის ყურძენი და ღვინო „უსახელაური“ ყველაზე ძვირფასია საქართველოში.

მე-20 საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში როდესაც მთელი საქართველოს ბაზრობაზე კახური შესანიშნავი ყურძენი „რქაწითელი“ იყიდება 20 ან 25-30 თეთრად, სოფელ ოყურეშში გამოჩნდა ერთი იაპონელი კაცი, რომელიც დადიოდა სოფელში ოჯახებში და ყიდულობდა მოსახლეობისაგან ყურძენ „უსახელაურს“ და კილოში უხდიდა 10 და 15 ლარს.

ეს ყურძენი „უსახელაური“ მოსახლეობაში თითქმის გადაშენების პირზე იყო მისული და მოსახლეობამ მალე დაიწყო ამ ჯიშის ყურძნის გაშენება. ეს რაც შეეხება მოკლე ინფორმაციას სოფელ ოყურეშსა და ღვინო „უსახელაურის“ შესახებ.

კიაზო არჯევანიძე ახალი დაბრუნებული იყო ლეჩხუმში და მე იმ პერიოდში 1994 წლიდან ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ქუთაისში და იმერეთში. კიაზოს 2 ვაჟი ჰყავს, ერთი გერმანიაში ცხოვრობს, მეორე ქუთაისში. კიაზომ რომ გაიგო ჩემი ქუთაისში ყოფნის შესახებ მომაკითხა სამსახურში, გამაცნო თავისი ვაჟი და მითხრა, რომ მიმიხედე ჩემს შვილსო.

P.S. 30-იან წლებში მიხეილ კალინინი იყო ჩამოსული სტუმრად ქალაქ ხონში, სადაც ხონელებმა 50 ლიტრიანი ღვინო სოფელ ოყურეშის „უსახელაური“ სტალინთან გაატანეს, რის შემდეგაც მოსკოვიდან მალე ჩამოვიდა ლეჩხუმში საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მეღვინეობის დარგის სპეციალისტები. მალე სოფელ ოყურეშში აშენდა პატარა ღვინის ქარხანა საიდანაც ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები პირდაპირ კრემლში იგზავნებოდა სტალინთან.

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...