Home » მთავარი » უნდა მოხდეს სამარშრუტო ტაქსებით სტუდენტებისა და პენსიონერების მგზავრობისთვის სუბსიდირება

უნდა მოხდეს სამარშრუტო ტაქსებით სტუდენტებისა და პენსიონერების მგზავრობისთვის სუბსიდირება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისის“ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სამარშრუტო ტაქსებით სტუდენტებისა და პენსიონერების მგზავრობისთვის სუბსიდირება, რადგან ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ ტიპით ყველაზე ხშირად სარგებლობენ და  დახმარება სჭირდებათ.

„ბიუჯეტში გამოინახოს შესაძლებლობა და, როგორც სხვა ტრანსპორტის საშუალებებზე ხდება სუბსიდირება მოწყვლადი ჯგუფების – სოციალურად დაუცველების, პედაგოგების, სტუდენტების, ასევე მოხდეს სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტებისა და პენსიონერების სუბსიდირება. ეს არის ადამიანების ორი კატეგორია, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად სარგებლობენ სამარშრუტო ტაქსების მომსახურეობით და ეს არის ორი კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ“ – განაცხადა ახვლედიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

გახარიამ ბათუმში პოლიციელებს ბინები გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ბათუმში  რამდენიმე პოლიციელის ოჯახს ბინები გადასცა და სიტყვის მიმართა: “თითოეულ  მოქალაქეს უნდა ესმოდეს, ...