Home » მთავარი » „უნდა შევაჩეროთ ყველა გადაცემა, რომ დავზოგოთ თანხა და გადავარჩინოთ მაუწყებელი“

„უნდა შევაჩეროთ ყველა გადაცემა, რომ დავზოგოთ თანხა და გადავარჩინოთ მაუწყებელი“

ია ანთაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი

-„რა მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დამოკიდებული იქნება ორ რამეზე, გეგმაზე და ვადებზე, თუ რა შინაარსით იქნება გაზიარებული ეს გეგმა-მთლიანად თუ ნაწილობრივ. უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად, ყველა შეხვედრა იქნება ღია, შევეცდებით დისკუსიის წარმართვას და საბოლოოდ მაინც დავდივართ თანხებზე და დროზე.

უნდა შევაჩეროთ ყველა გადაცემა, იმისათვის, რომ დავზოგოთ თანხა და გადავარჩინოთ მაუწყებელი. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაქმნის უკეთეს ტელევიზიად და იქნება აბსოლუტურად სხვა ხედვა. როცა საბჭო იტყვის, რომ რომელიღაც ბლოკი გაუქმდეს, ეს ნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელი მიირებს კუთვნილ თანხას, ჩვენ ერთი წუთით არ გადავუხვევთ კანონს. კი, ეს იქნება მძიმე, მაგრამ იქნება შედეგიანი.

სწორედ იმიტომ , რომ წინ გველოდება არჩევნები, უნდა გავაძლიეროთ რეგიონები და ეს იქნება ბევრად უფრო უკეთესი და მაღალხარისხიანი. შეიძლება გეგმა ბორდმა არც დაამტკიცოს, მაგრამ მაინც ვერ იხილოთ გადაცემები ტექნიკური შესაძლებლობების გამო.

თუ სამეურვეო საბჭო იპოვის გამოსავალს და გამოარჩევს გადაცემებს, რომელი დავხუროთ და რომელი არა, მოხარული ვიქნებით, ჩვენ ვერ გამოვარჩიეთ და ამიტომ მივეცით სისტემური სახე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...