Home » მთავარი » უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იწყება

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იწყება

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებსარაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა. გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა დათბილისის იერსახის დამახინჯება.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაშესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა.

შესაბამისად, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს.

ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეოსაქმიანობის განხორციელებისუფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის,მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...