Home » მთავარი » ურჩი მოქალაქეები, რომლებიც კარანტინის წესებს დაარღვევენ, შესაძლოა, დააპატიმრონ

ურჩი მოქალაქეები, რომლებიც კარანტინის წესებს დაარღვევენ, შესაძლოა, დააპატიმრონ

 

ურჩ მოქალაქეებს, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, გარდა ადმინისტრაციული ჯარიმისა, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროთ. წესების გამკაცრებაზე პარლამენტში უკვე მუშაობენ. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე გადაწყვეტილება, რაც  კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკების ქვეყნებიდან  ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე პროტესტი განაცხადეს, ან თვითნებურად დატოვეს იზოლაციისთვის გამოყოფილი ადგილი. როგორც დეპუტატები ამბობენ, ქვეყანაში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და თავისი პროტესტით საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე საზოგადოებას. სწორედ ამის გამო გახდა აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელი.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც ...