Home » მთავარი » “უსამართლობასთან სამართლიანობისათვის მებრძოლნი ყოველთვის უთანასწორო ბრძოლაში შედიან”

“უსამართლობასთან სამართლიანობისათვის მებრძოლნი ყოველთვის უთანასწორო ბრძოლაში შედიან”

ლაშა სტურუა

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი

…მრავალი ჩვენთაგანი სამართლიანობის აღდგენასა და დამკვიდრებას სახელმწიფოსაგან მოელის და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებული რჩება,რადგან ეს განცდა მეტად ინდივიდუალური და სუბიექტურია… ვისთვის რა არის სამართლიანობა და ვისთვის რა? ამის ზუსტი რეცეპტი ჯერ არავის მოუგონია განსხვავებით კანონიერებისაგან… კანონებს ადამიანები წერენ და შესაბამისად რა არის კანონიერი და რა უკანონო ამ საკანონმდებლო აქტების წაკითხვის შემდგომ იოლი განსასაზღვრია, ხოლო სამართლიანობა კი,როგორც ზემოთ ავღნიშნე მეტად რთული იმ კუთხით, რომ საზოგადოება ერთგვაროვნად აღიქვამდეს და განიცდიდეს მას! ამ ლოგიკიდან გამომდინარე კი ვფიქრობ,რომ მისი ძებნა ყოველი ჩვენთაგანისათვის კერძო საკითხია და ამ თემის ვინმე “კეთილ ბიძიებზე” მინდობა რომ ის ჩვენს მაგივრად აღმოაჩენს და შემდეგ მოგვართმევს ამ სიკეთეს – სრული უტოპია გახლავთ…

– სამართლიანობა ჩვენს გულებშია და იგი ჩვენი სინდისის, ზნეობის, მორალის, ინტელექტის, კულტურის, სულიერი განწყობილებებისა და მატერიალური წარმოდგენების ნაზავს წარმოადგენს… უბრალოდ ეს ნაზავი,როგორც ერთი თვისობრივი გაგება – ისე უნდა განვიხილოთ – შემდგომ აღმოვაჩინოთ და ჩვენი ცხოვრების მანათობელ ლამპრად ვაქციოთ უსამართლობის ბნელეთით მოცულ სამყაროში გზის გასაკვლევად! უნდა ვიბრძოლოთ,თუნდაც ეს ბრძოლა უთანასწორო იყოს,არ უნდა დავიღალოთ ამ ბრძოლით და არასოდეს დავნებდეთ,რადგან დაღლა და დანებება დამარცხების ტოლფასია უსამართლობასთან! …

უსამართლობასთან სამართლიანობისათვის მებრძოლნი ყოველთვის უთანასწორო ბრძოლაში შედიან, ეს თავიდანვე იციან, თუმცა ეს არ და ვერ აბრკოლებთ მათ! ეს სრულიად გაცნობიერებული და შეგნებული არჩევანია – ან ნებდები და ემორჩილები უსამართლობას – ან იბრძვი სამართლიანობისათვის მიუხედავად იმისა,რომ წინასწარ განსაზღვრული და მითუმეტეს გარანტირებული შედეგი არ გაგაჩნია!

ასე,რომ ვინც თავს – სამართლიანობისათვის მებძოლთა მხედრობას მიაკუთვნებთ იცოდეთ რომ ეს ვიწრო და ეკლიანი, გოლგოთის გზაა – რომელსაც უპირობო ჯვარცმა და – უეჭველი აღდგომა მოჰყვება,რაც სრულიად ბულებრივ მდგომარეობად უნდა განიხილოთ თქვენი დანიშნულება და ვალდებულება, როგორც “ადამიანის” – არსებობისა და ცხოვრებისა! მზად ხართ, მაშ – ეძიეთ, აღმოაჩინეთ და იბრძოლეთ !

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...