Home » მთავარი » უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა თავის ფუნქციონირების ეფექტურობა

უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა თავის ფუნქციონირების ეფექტურობა

უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა  თავისი საქმის ეფექტურობა. მისივე თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

,,ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება , ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. თავისი არსით, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში. საკანონმდებლო პაკეტი რომელიც შემუშავებულია, ქმნის ბალანსს ერთი მხრივ, კონტროლის და ზედამხედველობის კუთხით, მეორე მხრივ, ამ ფუნქციის ეფექტური განხორციელების. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში რიკსები არის გაზრდილი. როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს როგორც საიმედო პარტნიორს უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ბუნებრივია, საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ . ვერ დავასუსტებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ამ სფეროში. ბოლო წლებში, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ასრულებს ეფექტურად. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და საქმეებში რეაგირება იყო ეფექტური და ადეკვატური. გვესმის ის პოზიციები რაც ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ეს არის მათი ფუნქცია და მათი როლი, მოითხოვონ მეტი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებები“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...