Home » F-vews » უფალმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

უფალმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი

სიყვარულით, იმედით, მრავალჟამიერით და ყვავილებით ხვდებიან, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს. უზომოდ უყვართ. მისი კარგად ყოფნისთვის ყოველდღე ლოცულობენ. ქართველის ოჯახში სუფრა ისე არ გაიშლება, მისი სადღეგრძელო რომ არ დალიონ და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე არ უსურვონ. ეს აგიჟებთ ფაშისტ ლიბერალებს და პირზე დუჟმომდგარი ცდილობენ თავიანთი ტელეგამოსვლებით ავნონ. ამას ირიბად, შემოვლითი გზით აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ არ ერჩიან. მათთან უნისონში პოეტის ასულებს, მუსიკოსებს და ნამინისტრალის ცოლებსაც დაუწყიათ ჟღურტული, ეკლესიას და სასულიერო პირებს ენა ცუდად შეაჩვიეს.

თორმეტის ოცდახუთი წუთი იყო, “რუსთავი 2”-ზე რომ გადავრთე და ვუყურე ეკლესიისადმი მიძღვნილ გადაცემას. თურმე შეიძლება ადამიანი ისე გაამწაროს მინისტრის (უკიდურეს შემთხვევაში მოადგილის) სავარძელში ვერ ჩაჯდომამ, რომ თავადაც ვერ ხვდებოდეს საკუთარი განცხადებების შინაარსს. კარგი დროა – თეთრის და შავის, მტრისა და მოყვრის ადვილად გარჩევის დრო, ყველა ვაჩენთ ჩვენს ნამდვილ სახეს! ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის ეკლესიისადმი მიძღვნილი პირველი და უკანასკნელი გადაცემა…

ბევრს ერთი სული აქვთ ეკლესიის წევრს რაიმე შეეშალოს და მერე ამაზე ხმამაღალი გარჩევა დაინიშნოს. ერთი რამ ხშირად ავიწყდებათ, ცნობილ სახეებსაც და არაცნობილებსაც – სასულიერო პირები წმინდანები არ არიან და მათ ისევე შეიძლება შეეშალოთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. განსხვავებაა ისაა, რომ უფლის წინაშე წარდგომისას მათ საერო პირებზე გაცილებით მეტად მოეკითხებათ. საკუთარი ოჯახური პრობლემებისთვის ვერ მიგვიხედია და ამ დროს სინოდმა რომ უნდა იმსჯელოს, იმ საკითხებს საჯაროდ ვარჩევთ!

უფალმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...