Home » მთავარი » უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ჯერ კიდევ უცნობია

უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ჯერ კიდევ უცნობია

ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, არადა აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების, ანუ  ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს, თუმცა როდის გახდება ცნობილი ეს სია, ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთავრობას ეს ჩამონათვალი დასამტკიცებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გადაუგზავნოს.

20 მისი ბოლო დღეა, როცა აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ჩასაბარებელი საგნების სიის შეცვლა შეუძლიათ, სავარაუდოდ, სიაც 20 მაისამდე გახდება ცნობილი. დრო თითქოს ბევრია იქამდე, მაგამ აბიტურიენტები და მათი მშობლები ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა სიები რეგისტრაციის დაწყებამდე ყოფილიყო ცნობილი.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...