Home » მთავარი » “უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ მათ ამ თანხების სანაცვლოდ საპარლამენტო ადგილები იყიდეს…”

“უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ მათ ამ თანხების სანაცვლოდ საპარლამენტო ადგილები იყიდეს…”

   არასამთავრობო ორგანიზაციაახალი თაობადემოკრატიული საქართველოს ლიდერმა ნატალია ხოხიაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიების შემოწირულობაზე ვრცელი ანალიზი გააკეთა, რომელიც უმთავრესად იმ შპს-ებს ეხებოდა, რომლებმაც შემოწირულობები გააკეთეს.

იხ.ლინკი http://www.geomediatv.ge/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

   ნატალია ხოხიაშვილის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პიროვნებების სახელები და გვარები, რომლებმაც ,,ოცნების” ბიუჯეტი შეავსო.

-„მე უკვე ვისაუბრე შპს-ებზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ხალხის სახელები და გვარები, რომლებმაც ,,ოცნების” ბიუჯეტი შეავსეს.

მაგ. ირაკლი აბუსერიძე 40000 ლარი, ბექა ოდიშარია 40000 ლარი, კობა კობალაძე 30000 ლარი, ირაკლი სესიაშვილი 20000 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი 30000 ლარი, ბექა ნაცვლიშვილი 20000 ლარი, ბიძინა გეგიძე 45000 ლარი, ვალერი გელაშვილი 60000 ლარი, შოთა ხაბარელი 25000 ლარი. ეს ხალხი მომავალი პარლამენტარები არიან, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ მათ ამ თანხების სანაცვლოდ საპარლამენტო ადგილები იყიდეს, სულ ტყუილად აქვს ხალხს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები მათ კეთილდღეობაზე იზრუნებენ, იმ ხელფასით, რასაც ისინი პარლამენტში აიღებენ ამ თანხებსაც ვერ აანაზღაურებენ, ისინი პარლამენტის მანდატით გაცილებით მეტს ელოდებიან. მინდა გავიხსენო ერთი შემომწირველიც, ილია კეჭაყმაძე, მან 2015 წელს პარტიას 60000 ლარი შეწირა, ეს ადამიანი გურულებისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანია, იგი კახა კალაძის მეგობარია და მისი ან მისი მეგობრების შპს-ები ყველა მაღალ ბიუჯეტიან ტენდერს თავისუფლად იგებენ. შემოწირულობის სანაცვლოდ სარგებელსაც იღებს.

საკმაოდ დიდი თანხებია განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, მოქალაქეები 50-60 ათას ლარს დაუშურებლად წირავენ ოცნებას. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ეს უკანონო ფულია, ეს ოფიციალური მონაცემებია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური სწავლობს ამ თანხის კანონიერებას, დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებასაც არ მოერიდებიან, მაგრამ 50000 ათასი ლარი საკმაოდ დიდი თანხაა და საინტერესო ისაა რის სანაცვლოდ წირავენ ამ თანხას, ამას ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, როცა ისინი ან თანამდებობებზე აღმოჩნდებიან ან მათი ახლობლები ტენდერებს მოიგებენ”-აცხადებს ხოხიაშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...