Home » მთავარი » „უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა”

„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა”

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული არ ჰყავს. მისივე თქმით, რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატურებს – ლევან დოლიძესა და ვანო მაჭავარიანს, „არც ერთი კანდიდატურა განხილული არ ყოფილა“.

„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული საბჭოს უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...