Home » მთავარი » უჩა ნანუაშვილმა სტუდენტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა

უჩა ნანუაშვილმა სტუდენტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა და ყველა სტუდენტს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კანონის ჩარჩოებიდან გამოსვლად თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

”ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად დისკრიმინაციას გაერთიანების ნიშნით, როცა სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა პრივილეგიები, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და ცვლილებების შეტანა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და მეორე მხრივ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კანონის ჩარჩოებიდან გამოსვლად და ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით”, – განაცხადა  ნანუაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...