Home » მთავარი » “უცხოელებზე 50 000-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთია გასხვისებული”

“უცხოელებზე 50 000-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთია გასხვისებული”

” ჩვენ არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის მიწებია უცხოელ მოქალაქეებზე გაცემული. ეს ციფრი დაახლოებით 45 ათასიდან 50 ათას ჰექტარს შეადგენს. როდესაც ჩამოყალიბდება სააგენტო, რომელიც იქნება მიწის მართვის საკითხებით და მისი მონიტორინგით დაკავებული, მას ექნება ასევე  უფლებამოსილება ზუსტად აღრიცხოს გასხვისებული მიწის ფართობიც… საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უპირატესობას. – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ დღეს პარლამენტში მეორე მოსმენაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ორგანული კანონის პროექტი  წარადგინა.
პროექტში პირველი მოსმენისგან განსხვავებით თითქმის უმნიშვნელო ცვლილებები იყო შეტანილი, რაც დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა.
ადა მარშნია:
“ეს კანონპროექტი გადავსებულია ტერმინით “უცხოელი პარტნიორი.” როდესაც ამ კანონპროექტზე იყო საუბარი, ჩვენ შევთანხმდით, რომ სახელმწიფოს ექნებოდა განსაკუთრებული უფლება, დიდი ოდენობის ინვესტიციის შემოსვლის შემთხვევაში გასხვისებულიყო კონკრეტული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. ასევე უნდა განგვესაზღვრა რას ნიშნავს ეს განსაკუთრებული რაოდენობა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიგვაჩნია, რომ საერთოდ უნდა იყოს აკრძალული უცხოელებზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.”
აკაკი ბობოხიძე:
“დღეს სოფლებში, სოფლის განუვითარებლობაზე გვაქვს პრობლემა. სოფლის ტერიტორიებზე ეკონომიკის არარსებობაში გვაქვს პრობლემები და ჩვენ  გვზღუდავთ ამ კანონის დამატებით…”
ემზარ კვიციანი:
“რატომ არ შეიძლება ზღვარი დადგინდეს, რამდენის გაცემა შეიძლება უცხოელებზე? ჩვენი მოსახლეობის სურვილია, რომ მიწა არ გასხვისდეს უცხოელ მოქალაქეებზე. რატომ გვიანდება მიწის კოდექსის მიღება?”
დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა რეკომენდაციით მიმართა ოთარ დანელიას, კერძოდ, 1921 წლის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი დღევანდელ კანონპროექტში გადმოეტანათ, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას მიწის ნაკვეთებზე, სოფლის მეურნეობის აყვავებას, მიწის დამუშავება იმ დროს  შეადგენდა მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე. “თუ ამას გავითვალისწინებთ, კანონპროექტი სრულყოფილი გახდება”- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ოთარ დანელია დაპირდა ნაცვლიშვილს, რომ მის რჩევას გაითვალისწინებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...