Home » მთავარი » უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები, დატბორილი სარდაფები, ეზოები….მოსახლეობა სანიაღვრე სისტემებს საკუთარი სახსრებით აგებს

უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები, დატბორილი სარდაფები, ეზოები….მოსახლეობა სანიაღვრე სისტემებს საკუთარი სახსრებით აგებს

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, დადიანის  ქუჩაზე  მისასვლელი  გზის   სარეაბილიტაციო  სამუშაოები ამ  დროემდე არ    დასრულებულა,    იქ,      სადაც    ყოველდღიურად      ავტომობილებმა      უნდა    იაროს,      ჩამოსხმული     ბეტონის      ფილები      დააგეს,     თუმცა     მათი     მუშაოების    პროცესი    არაერთხელ      გამხდარა      საზოგადოების      მხრიდან      კრიტიკის      ობიექტი,     მოსახლეობა     ამბობს,     რომ      სადაც      გზა    დააგეს,     სანიაღვრე    სისტემის     მოწესრიგება     დაავიწყდათ.      ამას    ჩვენს     მიერ     მოპოვებული     ფოტოებიც    ადასტურებს,    დადიანის      ქუჩას    ხუნდაძის     ქუჩა    უკავშირდება,       რომლის      კორპუსების      ნაწრეტი    წყალი      სწორედ     დადიანის     ქუჩის     სანიაღვრე      სისტემას    უერთდებოდა,    ეს   რათქმაუნდა   უკვე    წარსულში,  დღეს    ხუნდაძის   ქუჩას    სანიაღვრე   სისტემა   აღარ   აქვს,       დაგუბებული    წყალი,    რადგან    ახლა    წასასვლელი    არსად აქვს,    ხუნდაძის   55-ე   კორპუსს     შეუდგა     და    როგორც     სარდაფი,     ასევე    ეზოები     დატბორა.

ფოტოები ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა   მოგვაწოდეს.  

14233577_311999009162986_725400250_o 14233586_312001052496115_2044833785_o

იქ      მცხოვრები     მოსახლეობა     ამბობს,     რომ    უხარისხოდ      ჩატარებული     სამუშაოების    გამო ბევრი პრობლემა აქვთ, ამიტომ    სამუშაოებს   საკუთარი    სახსრებით     ასრულებენ.

14248132_311998569163030_2128845909_o

“ჩვენ     დადიანის     ქუჩაზე  40  წელია     ვცხოვრობთ,  მსგავსი    პრეცენდენტი    მოსახლეობას   არ  ახსოვს,    დაგვიგეს   წინ     ფილები,   ჯანდაბას,    დააგეს,    დააგეს,   სანიაღვრე   სისტემები  ნორმალურად   არ   გააკეთეს,   აგერ    ჩვენს   წინ   სტადიონთან     გამოსაცვლელია,    დაგვპირდნენ,   რომ    გამოცვლიან   და    აამაღლებენ,   ეს   კიდევ     არაფერი,    ბინის    შემოსასვლელ    გზასთან    ფილები   დაზოგეს   და   ბეტონი     დაგვისხეს,  რაც    უხარისხო  იყო,   მოგვიწია  აყრა და  ჩვენი    სახსრებით, მისი    კეთილმოწყობა, ხუთ –  ხუთი  ლარი    ავკრიბეთ  მეზობლებმა     და  ჩვენი    სახსრებით    გავაკეთეთ, ვსვამთ კითხვას –   თუ    კარგად   და   ხარისხიანად     გააკეთეს,    რატომ    დაგვჭირდა    ჩვენ     მისი    აყრა     და    ხელახლა   ფილების დაგება?    ვინ    გვიპასუხებს    ამაზე? „- აცხადებენ    ადგილობრივი  მცხოვრებლები.

შეგახსენებთ, რომ   გუშინ  ხმაური   იყო  ხუნდაძისა   და    დადიანის   ქუჩის   კვეთაზე.    ჩვენ    დავუკავშირიდით,    ვაკისუბნის    ადმინისტრაციული   ერთეულის    წარმომადგენელს,  მივაწოდეთ  აღნიშნული ინფორმაცია თუ რა ხდებოდა და რას   ითხოვდნენ  ადგილობრივები, ნესტან  ჯანგავაძემ გვითხრა, რომ  ინფორმაციას  შესაბამის უწყებებს მიაწოდებდა და   მასთან ერთად მივიდოდა  ადგილზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ,    იმ    პერიოდის     განმავლობაში     ადგილზე     არც    ჯანგავაძე    და    არც    შესაბამისი     უწყება   არ   გამოჩენილა, დღეს  დილით  კი,  როდესაც    ვკითხეთ     ნესტან   ჯანგავაძეს    რატომ   არ   მოვიდნენ   გუშინ ,  მან    განაცხადა,    რომ   შესაბამისი      სტრუქტურა   ადგილზე    იყო    მისული,   თუმცა    მათი    ვიზიტი   მოსახლეობამ     რატომღაც    ვერ   შეამჩნია! (?)

დღის   ბოლოს  შემთხვევით,   ადგილზე   ადგილობრივ     მცხოვრებმა  ის    ადამიანები    შენიშნა,   ვისაც   სწორედ  ამ  მოუგვარებელი     და    უკვე   პრობლემად     ქცეული   საქმის   მოგვარება    ევალება,     შემთხვევითი      შეხვედრისას    მოხდა    მცირე    სიტყვიერი     დაპირისპირებაც,     ადგილობრივი   პრობლემის    მოგვარებას    ითხოვდა,    რადგან    წყალი   მის      ეზოში    ჩაედინებოდა,    იმის    გამო   რომ   გზას   ირგვლივ სანიაღვრე სისტემა    არ   აქვს   გაკეთებული. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა როდესაც ადგილზე  სხვა მობინადრეები მივიდნენ,  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა  შემთხვევის ადგილი  უსიტყვოდ   დატოვეს.

ადგილობრივი მოსახლეობა  აცხადებს,  რომ კითხვაზე ვერც ამჯერადაც მიიღეს   პასუხი.

„ შემთხვევით   შევხვდი   როდესაც   უკვე   წასვლას აპირებდნენ წარმომადგენლები, ავუხსენი ეს პრობლემა,   რომ   ბინას ირგვლივ სანიაღვრე სისტემა თუ არ გაუკეთდა ბინაც, ეზოებიც და სარდაფებიც   იტბორება-თქო და  აქეთ ნიშნის მოგებით მესაუბრებოდნენ,  წყალი აღმა    აუშვიო!   სირცხვილია, ახლა სადაც გზა დააგეს  იქ  სანიარვე სისტემა იყო და გადიოდა ნაწრეტი წყალი და აღარ იტბორებოდა  ეზოები, ახლა კი იქ გზა დააგეს და თავისთავად,  წყალი   ჩვენს   ეზოებში შემოდის,   პასუხი    ვერ    მივიღე,  საუბარი   შეწყვიტეს   და   წავიდნენ“  – განაცხადა   მაცხოვრებელმა.

14203446_311999722496248_1485333264_o

მანამ,    სანამ   სანიაღვრე     სისტემის     მოწესრიგება –    არ    მოწესრიგების    საკითხზე მესჯელობენ,      სანამ  ყოველდღიურად    მოსახლეობის     მხრიდან    არსებული    სამუშაოები კრიტიკის    ობიექტი   ხდება,   კარს შემოდგომა მოგვადგა, წვიმების სეზონი იწყება და  მოსახლეობას   უხარისხოდ    ჩატარებული    სამუშაოების  გამო   დაგუბებული    წყალი   კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის…

ezo

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...