Home » მთავარი » უხვი ნალექის შედეგად სოფელი დიდი კლდეისი გარესამყაროსთან მოწყვეტილი აღმოჩნდა

უხვი ნალექის შედეგად სოფელი დიდი კლდეისი გარესამყაროსთან მოწყვეტილი აღმოჩნდა

უხვმა ნალექმა თეთრიწყაროს რაიონის სოფლებიც დააზარალა. გადაუღებელი  წვიმების  შედეგად მთის მასივიდან კლდოვანი ქანები ჩამოიშალა და ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. სოფელი  დიდი კლდეისი გარესამყაროსთან მოწყვეტილი აღმოჩნდა.  სტიქიის ადგილას მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.   აქ  ასევე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, სოფელთან დამაკავშირებელი გზა დღის ბოლომდე აღდგება.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...