Home » მთავარი » „ფეთქებადსაშიში ვითარებაა, პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში ნეგატივზე მოწყობილი…“

„ფეთქებადსაშიში ვითარებაა, პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში ნეგატივზე მოწყობილი…“

  „რესპუბლიკელების“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში „ფეთქებადსაშიში“ ვითარებაა და ახლა გადამწყვეტი მნისვნელობა აქვს თუ რას მოიმოქმედებენ „ოცნების“ და „ნაციონალების“ ლიდერები,

“პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში თავისი ჯამური პოტენციალით არის უფრო ნეგატივზე მოწყობილი და მომართული, ვიდრე პოზიტივზე. გამოსავალი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების “დიალოგის რეჟიმზე გადასვლაა.

მე მგონია, რომ მივიღეთ საკმაოდ სახიფათო ვითარება. პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში თავისი ჯამური პოტენციალით არის უფრო ნეგატივზე მოწყობილი და მომართული, ვიდრე პოზიტივზე. ამიტომ ხიფათები არის. “ნაციონალური მოძრაობა” რაღაცას შეეცადა, მაგრამ ვერ გათავისუფლდნენ მიხეილ სააკაშვილის ტოტალური გავლენისგან. და ეს კიდევ უფრო, ხვალ და ზეგ, მძიმე ტვირთად დააწვება პარტიასაც და ქართულ პოლიტიკურ სისტემასაც.

“ქართული ოცნება” იმ კონფიგურაციით, რომლითაც პარლამენტში შევიდა, როდესაც მან ტოტალური პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მომავლზე, ხოლო თავად “ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯზე ტოტალური პასუხისმგებლობა აიღო ბიძინა ივანიშვილმა. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლებას ვერ მოახერხებს, ამიტომ ამ ფაქტორთა ერთობლიობა ქმნის ფეთქებადსაშიშ ვითარებას.

ქვეყანა არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ასპარეზი. პირიქით, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვემსახურებით ქვეყნის წინ წაყვანას. ამიტომ ორივე მხარეში, დეკლარირებული ლიდერები არიან, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობით სავსე და მათ შეუძლიათ ამ ნაბიჯის გადადგა. მე ეს მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ სათანადო ბერკეტები და გავლენა”-აცხადებს უსუფაშვილი.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ...