Home » TV გადაცემები » ფერეიდნელები კახეთში-კადრები, რომლებიც ისტორიას შემოუნახავს ამაღელვებელ წუთებს (ვიდეო)

ფერეიდნელები კახეთში-კადრები, რომლებიც ისტორიას შემოუნახავს ამაღელვებელ წუთებს (ვიდეო)

დავით ორაგველიძე

9 ივლისს კვირას, 18:00–ზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გაიმართება პროექტის: “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება.
ფერეიდნელები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ.

ამ დრომდე კი ფერეიდნელებმა სწავლას საქართველოს სხვადასხვა კუთხის დათვალიერება და გაცნობა შეუთავსეს. პროექტის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ მათ ექსკურსიები მოუწყო. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფერეიდნელებს კახეთში ახლდა.

გთავაზობთ ექსკურსიის ამსახველ კადრებს, რომლებიც ისტორიას შემოუნახავს სამშობლოში დაბრუნებული შვილების ამაღელვებელ წუთებს.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...