Home » მთავარი » ფეხბურთის ახალგაზრდა ლეგენდა-ვიტალი დარასელია 60 წლის გახდებოდა

ფეხბურთის ახალგაზრდა ლეგენდა-ვიტალი დარასელია 60 წლის გახდებოდა

ვიტალი დარასელია დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში.  ჯერ კიდევ მერვე კლასში იყო, როცა ამბობდა, აუცილებლად ვითამაშებ თბილისის დინამოში და ცნობილი ფეხბურთელი გავხდებიო და გახდა კიდეც. დარასელია იქცა ლეგენდად, რომლის სახელიც საუკუნეების მანძილზე ასოცირდება „დინამოს“ ოქროს შემადგენლობასა და საერთაშორისო არენაზე გუნდის მქუხარე წარმატებასთან.

გოლი, რომელიც სამუდამოდ წარუშლელი იქნება ქართველი გულშემატკივრისთვის.

 1981 წელი. 13 მაისი.

1967 წელს ფეხბურთის თამაში დაიწყო ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში; შემდეგ თამაშობდა ადგილობრივ “ამირანში”; 1975 წლიდან თბილისის “დინამოში”; 1982 წელს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; ჩატარებული აქვს სსრკ ჩემპიონატებში 192 მატჩი(გაიტანა 26 გოლი); 4–ჯერ იყო დასახელებული სსრკ ფეხბურთელთა სიაში: “33 საუკეთესიო”;

1982 წლის დეკემბერში, მწვერვალზე მყოფი 25 წლის ფეხბურთელი ავტოავარიას შეეწირა.

Facebook Comments
x

Check Also

„ლელო“ რომ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, ე.ი. ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად მიიჩნია“.

„ევროპული საქართველოდან“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიასა და ოპოზიციური პარტიების შეფასებებს „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი ...