Home » მთავარი » ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქციის დროს დაკავებულებმა, ღამე თბილისის მთავარ სამმართველოს იზოლატორში გაატარეს.  ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ინფორმაციით, რვავე დაკავებული ნაცემია. მათი ადგილსამყოფელის დადგენას დაცვის მხარე 5 საათის განმავლობაში ცდილობდა.

„სასტიკად არის ნაცემი გიორგი ჭელიძე, დანარჩენებიც ნაცემები არიან. ის განსაკუთრებული სისასტიკით არის ნაცემი. პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი და არანაირი პოლიციის წინააღმდეგობის გაწევას რა ჰქონია ადგილი და არ ჰქონია ადგილი კიდევ წვრილმან ხულიგნობას,“-აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

ამ მიზეზით დიღმის სამმართველოსთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა სამმართველოს შესასვლელი გადაკეტეს. დაკავებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სამართალდამცველები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა ...