Home » მთავარი » ფეხბურთის ფედერაციაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება გაიმართა

ფეხბურთის ფედერაციაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოვება გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017-ზე წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

GFF AWARDS-ის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

სპეციალური პრიზები მიიღეს:
2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ („ლოკომოტივი“, მოსკოვი, რუსეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია).
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი
2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი ჯენერი ხორავა

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.

მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თენგიზ კაციასა და ავთო შენგელიას, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ აქტიურ მონაწილეობას იღებენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონების 1000 საჯარო სკოლის ფიზ.მომზადებს მასწავლებლები გადამზადდენ, რათა მათ სამომავლოდ, 1-2 კლასის მოსწავლეებს უფასო საფეხბურთო გაკვეთილები შესთავაზონ.

ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ მიიღო, რომელიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდა ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციისათვის.

ქართული ფეხბურთის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის საპატიო ჯილდო ლეგენდარულ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს გადაეცა. 2 იანვარს ლეგენდარულ საფეხბურთო მოღვაწეს 80 წელი შეუსრულდებოდა. დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, ნოდარ ახალკაცმა უმცროსმა მიიღო.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარემ როინ კვასხვაძემ (ქუთაისის „ტორპედო“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა ლაშა თოთაძემ (თბილისის „დინამო“).
2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა (თბილისის „საბურთალო“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერმა, კოტ დივუარელმა ანტე გიმ („სამტრედია“)
2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის „ტორპედო“)
2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა (ქუთაისის „ტორპედო“)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა დათა სიჭინავამ („რუსთავი“, 30 გოლი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ („რუსთავი“).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლევანდელ დაჯილდოებაზე საზოგადოებას ახალი ნომინაცია შესთავაზა. 2017 წლიდან 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ.

2017 წლის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი 17-წლამდე ფეხბურთელელბს შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ვერცხლის მედლის მფლობელის ზურიკო დავითაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი, გიორგი გულიაშვილმა მიიღო.

19-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედლით ლუკა ლაკვეხელიანი დაჯილდოვდა, ვერცხლის მედალი ვატო არველაძეს ერგო, ბრინჯაო კი, გიორგი კოხრეიძეს.

ბრინჯაოს მედალი – 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი – 3 000 ლარი, ოქროს მედალი – 5 000 ლარი. ნომინანტებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლებმაც აღნიშული ფეხბურთელების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა. ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის – ალექსანდრე ჩივაძის ნომინანტებს ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად გამოავლენს გამარჯვებულებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ანბანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ...