Home » მთავარი » ფილიპინების დედაქალაქის სასტუმროში 34 ცხედარი ნახეს

ფილიპინების დედაქალაქის სასტუმროში 34 ცხედარი ნახეს

ფილიპინების დედაქალაქის სასტუმროში, სადაც ღამით თავდასხმა და სროლები განხორციელდა,  34 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც მეხანძრეებმა აღნიშნეს, შენობაში მყოფი ადამიანები კვამლით გაიგუდნენ. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული ბოროტმოქმედი  სასტუმროში განთავსებულ კაზინოს გაძარცვას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი წაუკიდა სათამაშო მაგიდებს. ხანძარი სწრაფად მოედო მთელ შენობას. მძარცველი ლიკვიდირებულია. ის ორმხრივი სროლების დროს დაიღუპა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან განგაშის დროს თავი მოიკლა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...