Home » მთავარი » “ფინანსთა მინისტრს რეგლამენტი ფეხებზე კიდია”

“ფინანსთა მინისტრს რეგლამენტი ფეხებზე კიდია”

დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაბარებული ფინანსთა მინისტრი დღეს საკომიტეტო მოსმენაზე  არ მივიდა.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რტომ ივანე მაჭავარიანს   “რეგლამენტი ფეხებზე კიდია”.

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო, სადაც ივანე მაჭავარიანი სულ რამდენიმე საკითხზე აპირებდა საუბარს. მას  ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“  მიერ  50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკზე და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლებზე უნდა ემსჯელა, ასევე  უნდა დაეფიქსირებინა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს  პოზიცია  და  საქართველოს პარლამენტში  მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...