You are here
ფოთის თეატრი ხვალ დაგეგმილ სპექტაკლს პროტესტის ნიშნად ჩაშლის კულტურა მთავარი ყველა სიახლე 

ფოთის თეატრი ხვალ დაგეგმილ სპექტაკლს პროტესტის ნიშნად ჩაშლის

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხვალ დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება, – ინფორმაციას ipn-ი თეატრის დირექტორთან, თენგიზ ხუხიასთან ინტერვიუს შემდეგ ავრცელებს.

დირექტორის განმარტებით, ვიდრე შენობაში არსებული ვითარება არ მოწესრიგდება და თეატრი შესაბამისად არ გარემონტდება, დასი მუშაობას არ განაახლებს.

მისივე თქმით, თეატრში არსებული ინფრასტრუქტურლი და სხვა სახის პრობლემებთან  დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კულტურის სამინისტროში შეხვედრაა დაგეგმილი და იმედოვნებს, რომ ფოთში კონკრეტული პასუხით დაბრუნდებიან.

ფოთის თეტრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. შენობა კვლავ ავარიულია. რამდენიმე დღის წინ შენობაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ორი წლის წინ კი, ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც მემანქანე დაშავდა. იგი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

Comments

comments

Related posts