Home » ექსკლუზივი » ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა

ფოთში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი რვა თვის ბავშვი გარდაიცვალა

რვა თვის ბავშვი, რომელიც დაახლოებით ერთ საათის წინ ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ჩვილი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი პოლიტრავმით, სიცოცხლისათვის შეუთავსებებლი დაზიანებებით შემოიყვანეს. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, შედეგი ლეტალურია. პაციენტი გარდაიცვალა“ – განაცხადა ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს მოკვლევა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს

მარიამ ახალკაცი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ...