Home » მთავარი » ფოტო თეთრ სახლში, რომელიც მსოფლიო მედიის და საზოგადოების დღის თემად იქცა
Counselor to the President Kellyanne Conway (L) checks her phone after taking a photo as US President Donald Trump and leaders of historically black universities and colleges pose for a group photo in the Oval Office of the White House before a meeting with US Vice President Mike Pence February 27, 2017 in Washington, DC. / AFP PHOTO / Brendan Smialowski

ფოტო თეთრ სახლში, რომელიც მსოფლიო მედიის და საზოგადოების დღის თემად იქცა

მედიაში გაჩნდა ფოტო, სადაც კარგად ჩანს როგორ ზის დივანზე ეხებით აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი კელიენ კონუეი, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთებში მისი მეორე ფოტოც არის, სადაც ის დივანიდან დარბაზში მყოფებს სურათს უღებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველი ფოტო მოექცა და კონუეი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ფოტომ „სოციალური ქსელი“ ააფეთქა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კონუეი ოვალური კაბინეტის, პრეზიდენტის და მთლიანად ამერიკელების უპატივცემულობაში დაადანაშაულეს, მედიამ კი სოციალური ქსელის კომენტარები პრესის თუ ტელევიზიის საშუალებით გაასაჯაროვა.

ამერიკელები კი წერდნენ:

-„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე მოქცევა ოვალურ კაბინეტში“

-„გაიხსენეთ ყველა ის დიდიბული ადამიანი, რომელიც ამ დივანზე იჯდა და ჩამოწიეთ ფეხები, თქვენ უზრდელი ხართ“.

-„რადგან თავად მრჩეველი მოექცა შეხვედრას უპატივცემულოდ, ასევე შევხედავთ ჩვენც“

-„ამ ქალმა არაფრად ჩააგდო ფერადკანიანი სტუმრები და დაარღვია მათი უფლებები“

-„პრინციპში, ის რაც კოუეიმ გააკეთა არის ყველაზე მცირე ცუდი რამ, რაც ამ ოვალურ კაბინეტში ხდება“

ზოგს ამ ამბავმა 2013 წელს გადაღებული ბარაკ ობამას ფოტო გაახსენა, სადაც მას ფეხი მაგიდაზე აქვს შემოდებული.

კონუეი ადრეც გააკრიტიკეს მისი ქცევებისთვის, როცა Fox News-ის ეთერში ღიად მოუწოდა საზოგადოებას იყიდონ ნივტები პრეზიდენტის შვილის, ივანკა ტრამპის კოლექციიდან. მაშინ ეთიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ასეთი მოწოდება დანაშაულია.

მედიის კითხვაზე, გახდა თუ არა კოუენი საზოგადოების მსხვერპლი, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა:

-„საერთოდ არ მიფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა, უბრალოდ ფოტო გადავიღე. მე არ ვარ მსხვერპლი, მაგრამ ხალხი თავის სიტყვებს რომ უფიქრდებოდეს კარგი იქნება“.

ასე რომ, როგორც თავად პრეზიდენტის მრჩეველმა  განაცხადა, რომ მას სთხოვეს ფოტოს გადაღება სწორედ იმ კუთხიდან, სადაც დივანი იდგა.

მისი სიტყვები დადასტურა ომაროსა მანიგოლმაც. მისი თქმით, კარგად დაინახა როგორ იღებდა კონუეი ფოტოს.

-„მერე ვკითხე კიდეც, ფოტო კარგი თუ გამოვიდა და კიდევ ვთხოვე ფოტოს გადაღება. სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან კარგი სანახავი იყო ამ დროს და ამდენი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია გამიკვირდა კიდეც“-დასძინა მანიგოლმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...