Home » მთავარი » ფრანგი მონარქების ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევის აუქციონზე გაიყიდება

ფრანგი მონარქების ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევის აუქციონზე გაიყიდება

ფრანგი მონარქების მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრილიანტი, რომლის ღირებულება 6-9 მილიონია, მალე ჟენევის აუქციონზე გაიყიდება.  ძვირფასი ქვის ახლანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია.  19 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის თვალი  Le Grand Mazarin ფრანგი კარდინალის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის, ჯულიო მაზარინის სახელს ატარებს, რომელიც მისი პირველი მესაკუთრე ყოფილა. მაზარინს იშვიათი  ბრილიანტის ქვების კოლექცია ლუდოვიკო მე-14-ისთვის უჩუქებია, რომლის იუვილერებს ამ ბრილიანტის  თვლით ყელსაბამი გაუკეთებიათ.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პარიზში გადამალული სამეფო ძვირფასეულობა უპოვიათ და გაუძარცვავთ.  გარკვეული დროის შემდეგ ვარდისფერი ბრილიანტი  იმპერატორ ნაპოლეონის მეორე მეუღლის ყელზე შეუნიშნავთ.

1962  წელს ის ლუვრის სამუზეუმო ექსპონატად იყო გამოტანილი, თუმცა მას შემდეგ ისევ დაიკარგა და ახლა ეს იშვიათი სილამაზის ძვირფასი ქვა ახალ მფლობელს ჟენევის აუქციონზე  ელოდება.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...