Home » მთავარი » ფრანგმა ექსტრემალებმა მოძრავ თვითმფრინავში შესვლა მოახერხეს

ფრანგმა ექსტრემალებმა მოძრავ თვითმფრინავში შესვლა მოახერხეს

უშიშარმა ფრანგებმა საათში 140 კმ. სიჩქარით მოძრავ თვითმფრინავში შესვლა მოახერხეს.

ორი ფრანგი სპორტსმენი, ფრედ ფიუგანი და ბინს პეფეტი   შვეიცარიის 4000 მეტრი სიმაღლის მთებიდან სპეციალური ფრთიანი კოსტუმებით  დაეშვნენ და 140 კმ სიჩქარით მოძრავ თვითმფრინავის სალონში მოახერხეს შესვლა. მათ  ექსტრემალი თანამემამულის ტრიუკის გამეორება სცადეს.  პატრიკ გაიარდონი მსოფლიოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი იყო, რომელმაც მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტომა შეძლო და შემდეგ უკანვე შებრუნდა.

უშიშარი ფრანგების თქმით, სანამ ისინი ამ ტრიუკს შეასრულებდნენ, 100 სასწავლო ფრენა განახორციელეს.

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...