Home » მთავარი » ფსიქოლოგების 5 რჩევა სახლში უფულოდ დარჩენილებს

ფსიქოლოგების 5 რჩევა სახლში უფულოდ დარჩენილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სახლში დარჩენილ მოსახლეობას ფსიქოლოგები ფულის ხარჯვის რეკომენდაციებს აძლევენ  და  რამდენიმე რჩევას სთავაზობენ:

  1. გაანალიზეთ ძირითადი საჭიროებები!

დასაწყისისთვის, თქვენ უნდა გაანალიზოთ თქვენი ძირითადი საჭიროებები და გააცნობიეროთ, რა არის თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  მაგალითად, საკვები და  მედიკამენტები.  რაც შეეხება ახალი კაბის, ფეხსაცმლის ან ქურთუკის შეძენის სურვილს, ის სამომავლოდ მოიცდის.

  1. ემოციის ფონზე ნუ გააკეთებთ დიდ შენაძენს!

მართალია საგანგებო მდგომარეობის გამო მხოლოდ სასურსათო მაღაზიები მუშაობს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც კრიზისის ფონზეც კი ცდილობენ “სტრესისგან განკურნებას” და დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას ისეთ ჰიპერმარკეტებში,  სადაც ძვირად ღირებული ჩანთა ან კაბაა გასაყიდად გამოტანილი. დაამუხრუჭეთ და გაიხსენეთ, რომ დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია და დიდი შენაძენი თქვენს ფსიქიკას უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე არგებს.

  1. არ შეეხოთ საკრედიტო ბარათს!

თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ საკრედიტო ბარათების გარეშე და საერთოდ, ვალის გარეშე ცხოვრება. ამიტომ როდესაც საჭირო ხარჯებს დაიანგარიშებთ ძირითადი მოთხოვნის საგნებზე, შეეცადეთ თქვენი დანაზოგი ისე გადაანაწილოთ, რომ ზედმეტი თანხაც კი მოგრჩეთ. ყველაზე საშიში ახლა სესხის აღებაა, რადგან თქვენ არ იცით როგორი მდგომარეობა იქნება კარანტინის დასრულების შემდეგ, ამიტომ მხოლოდ იმით უნდა დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ და ზედმეტი ხარჯები თავიდან აირიდოთ.

  1. თვითონ მოამზადთ საჭმელი!

საკვების მიწოდება არა მხოლოდ მოსახერხებელია, რომ სწრაფად გამზადებულ მენიუს სახლში მოგართმევენ, არამედ თქვენი საყვარელი მომწოდებლისთვის ფინანსური მხარდაჭერაცაა, რადგან ისინიც, როგორც სხვა დაწესებულებები საგანგებო მდგომარეობის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.  მაგრამ თუ თქვენ თავად ფულის პრობლემები გაქვთ, მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე და ოჯახზე უნდა იზრუნოთ, რადგან როდესაც მზა საკვების ხშირი გამოძახებით გაკოტრდებით და მშიერი დარჩებით, თქვენს მხარდაჭერაზე აღარავინ იზრუნებს. ამიტომ  შეეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები და საყვარელი კერძი თვითონ მოამზადოთ, ეს ნამდვილად ბევრად იაფი დაგიჯდებათ და ასევე სტრესსაც შეამცირებთ, რადგან სამზარეულოში ტრიალი მეტ-ნაკლებად პრობლემებსაც დაგავიწყებთ და ნევროზისგანაც დაგიცავთ.

  1. მოიფიქრეთ სახლში ჯდომით როგორ გამოიმუშავოთ თანხა!

გარდა იმისა, რომ თქვენ სახლში კარანტინის დროს მუდმივად იმის ფიქრში იყოთ, როგორ დაზოგოთ თანხა ამ მძიმე დღეებში, მნიშვნელოვანია იპოვოთ გზა, როგორ გამოიმუშავოთ ფული. გარდა იმისა, რომ დაუკავშირდეთ პოტენციურ დამსაქმებლებს და შესთავაზოთ თქვენი გამოცდილება, შეგიძლიათ ხელსაქმეს მოკიდოთ ხელი და მოქსოვოთ მაგალითად ქუდები, ან მოქარგოთ მაგიდის გადასაფარებლები და შემდეგ ინტერნეტში განათავსოთ თქვენი ნამუშევრები. თუ არ იცით ქსოვა ან ქარგვა, არც ესაა პრობლემა, სოციალურ ქსელში უამრავ გვერდს ნახავთ, სადაც ვიდეოგაკვეთილებით ნებისმიერი ხელსაქმის შესწავლას შეძლებთ.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments