Home » მთავარი » „ქალბატონო გუგული, თქვენგან განსხვავებით საზოგადოების უმრავლესობას ღირსება გააჩნია…“

„ქალბატონო გუგული, თქვენგან განსხვავებით საზოგადოების უმრავლესობას ღირსება გააჩნია…“

    “ქართული ოცნებისერთერთ ლიდერის გუგული მაღრაძის  ტელეკომპანიაიბერიასეთერში გააკეთებულ განცხადებებს, „ერეკლე მეორეს საზოგადოების ლიდერი“ არჩილ ჭყოიძე ეხმიანება:

-„უნდა დაითხოვო პარლამენტიდან გუგული მაღრაძე და გაუშვა მოხუცებულთა თავშესაფარში. პამპერსები რომ უცვალოს ყოველ დღე მოხუცებულებს, მერე მიხვდება რა დღეშია უბრალო ადამიანი, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს, დილიდან საღამომდე ვირივით მუშაობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იარსებოს და ბავშვებს უბრალოდ პური აჭამოს, ხორცზე, თევზე და ფუფუნებაზე ზედმეტია საუბარი.

ქალბატონო გუგული, თქვენგან განსხვავებით საზოგადოების უმრავლესობას მათ შორის მშიერსაც, ღირსება გააჩნია და თავზე ვაზელინ წასმული თავისი კეთილდღეობის გამო არ უფრქვევს გუნდრუკს ხან მიშას, ხან გიულის და ხან კიდევ ბიძინას!“

შეგახსენებთ, რომ დასაქმებასა და უმუშევრობაზე საუბრისას „ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ვინც სამსახურს ეძებს, ყველა პოულობს და საზოგადოებას გადამზადება ურჩია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...