Home » მთავარი » ქალბატონო გუგული, რად იჩქარეთ, „გაძლიერებულ გლეხი“ ვაუჩერებს უკან თავად დაგიბრუნებდათ…

ქალბატონო გუგული, რად იჩქარეთ, „გაძლიერებულ გლეხი“ ვაუჩერებს უკან თავად დაგიბრუნებდათ…

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

ქალბატონო გუგული, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა არ არსებობს, ის, რაც გლეხს მოჰყავს წლიდან წლამდე არ ჰყოფნის და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს უფასოდ მიწების დახვნა, ვაუჩერებზე სასუქისა და შხამქიმიკატების აღება რამხელა შეღავათია გაჭირვებული გლეხისთვის, თქვენ არ იცით რა საშინელ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ სოფლებში, მაგალითად დასავლეთში, კერძოდ გურიაში სიმინდის, თხილის და ციტრუსის იმედზეა ხალხი, შარშან თხილის მოსავალი არ ვარგოდა, ციტრუსი, კერძოდ მანდარინი არავის არ უნდა,  ახლა გაზაფხულზე სიმინდის დასათესი და სასუქის საყიდელი ფული უმეტესობას არ ექნება, დახვნას ხო ჯვარი წერია და…

აი ეს განცხადება, რაც თქვენ გააკეთეთ, არის დაცინვა და ცინიზმი არა მარტო გლეხების მიმართ, არამედ მთელი საქართველოსთვის, ჯერ იყოდა პრემიერმა ისეთი “რეჩი” გაარტყა, წინაპრები დამესიზმრნენ იმ ღამით და ამათ სიცილ-ხარხარში კითხულობდნენ, ფინანსთა მინისტრმა ლარი ვაჟკაცურად მძიმედ სტაბილურიაო, თქვენ ხართ და ისე გაძლიარებულა გლეხი, ვაუჩერებს ალბად უკან დაგიბრუნებთ, არიქა ხელისუფლებას მაგას რავა ვკადრებთ ეს გამდიდრებული გლეხები, ვაუჩერს გავეკაროთო… მოდით ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, დათქვით დრო თქვენ და პრემიერ-მინისტრმა და მე და თქვენ, ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ შევხვდეთ ტელეეთერებში, მე მარტო და თქვენ მთელი ” პოლიტ ელიტა”. მე გიწვევთ ხელისუფლებას ტელედუელში… ”აჰა დამბაჩა და ვაუჩერი,ხელისუფლებას დუელში გიწვევთ” -სიმწრის სიცილი და ხუმრობა ახლავს ამ სტრიქონებს, ქაბატონო გუგული!

გუგული მაღრაძის განცხადება იხ.ლინკზე

http://www.geomediatv.ge/4-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a1/

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...