Home » ექსკლუზივი » „ქალთა საბჭოს“ მიერ დიდი სიყვარულით შექმნილი საშობაო ზღაპარი

„ქალთა საბჭოს“ მიერ დიდი სიყვარულით შექმნილი საშობაო ზღაპარი

ეს ამბავი მართლაც რომ საშობაო ზღაპარს ჰგავს, ზღაპარი საქართველოს ქალთა საბჭოს წევრების მიერ დიდი სიყვარულით და სითბოთია შექმნილი.

ყველფერი კი იმით დაიწყო, რომ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სტოკჰოლმში მყოფი ქართველი ქალბატონები-მარიონ მელაძე, გალინა მამიევა, მანონი მელაძე, ხათუნა მანაგაძე, ირმა კაიშაური, დალი წიკლაური, მანანა დიდებაშვილი და ქეთევან ბაღათურია ერთად შეიკრიბნენ და საქართველოში გამოსაგზავნი საჩუქრები დაამზადეს. როგორც ქალთა საბჭოსადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთევან ბაღათურია ამბობს, მათ მთელი მონატრება და სიყვარული ჩადეს ამ ამანათებში და უდედმამო ბავშვებისთვის საზღვრებს გარეთ მყოფი ქართველებისგან უდიდესი სითბო გამოატანეს.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a/

საჩუქრებმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს საქართველომდეც ჩამოაღწია და „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ქეთევან გაბრუაშვილმა საშობაო საჩუქრები საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის, მამა იოანეს და დედა ბარბარეს ღვთისგან მიბარებული შვილები
“კიდევაც დაიზრდებიან” გაახარა.

საქართველოს ქალთა საბჭომ, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ბავშვებს და საშობაო ნობათი გადასცა. ქეთევან გაბრუაშვილთან ერთად პატარებს სხვა სტუმრებიც ესტუმრნენ, მათ შორის იყვნენ საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდის „ჭინჭრაქა“ და სტუდიის ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე, ჟურნალ „ჭიამაიას“ რედაქტორი ნინო ვეშაგური, რომლებმაც ბავშვებს საჩუქრებიც მიუტანეს და კონცერტიც ჩაუტარეს. „ჭინჭრაქას“ პატარა მსაციობებმა ბავშვები ამღერეს, აცეკვეს და ყველა გაამხიარულეს.

ნინო ვეშაგურმა ჟურნალები დაურიგა ბავშვებს და კიდევ ბევრი სიურპრიზი მოუმზადა, მერე მათთან ერთად გასაფერადებლები მოიმარჯვა და აფერადა.

სტუმრებს შორის იყვნენ ჩვენთვის უკვე ნაცნობი „კეთილი ფერიის“, ქეთევან ბაღათურიას და-სოფო ბაღათურია და სტოკჰოლმის ქალთა საბჭოს წარმომადგენელი, ხათუნა კაკურია, რომელმაც ეს ამანათები და დიდი მოკითხვები ჩამოიტანა შვედეთიდან.  

ბავშვებს ესტუმრა საბავშვო პოეტი ლაურა ჭანტურია, რომელმაც საკუთარი ლექსებიც წაუკითხა, წიგნებიც აჩუქა და ჭადრაკიც ეთამაშა.

სტუმრებს შორის იყვნენ კასპის ქალთა საბჭოს წარმომადგენელი მარინა ზარიძე, ასევე ქათევან ტაბატაძე და ქრისტინე მალანია. მათ ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს და დაჰპირდნენ, რომ ხშირად მივლენ მათთან.

„ჭინჭრაქას“ ხელმძღვანელმა ბესო ლომსაძემ სურვილი გამოთქვა პერიოდულად ესტუმროს პატარებს და თავის პატარა მსახიობებტან ერთად გაამხიარულოს ისინი. „ჭიამაიას“ რედაქტორი ნინო ვეშაგურიც დაჰპირდა პატარებს, რომ ხშირად მივა და უამრავ საინტერესო რამეს უამბობს და წაუკითხავს ჟურნალიდან.

შეხვედრის დასასრულს, ქეთევან გაბრუაშვილმა ქალთა საბჭოს სახელით მადლობა გადაუხადა   მამა იოანეს და დედა ბარბარეს ღვთისგან მიბარებული ბავშვების გაზრდასა და აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის.

-დიდი მადლობა ასე სათუთი სულის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც  ბავშვები ჰქვია სასიამოვნო, თბილი და კომფორტული გარემოს შექმნისთვის. მადლობა მამა იოანეს და დედა ბარბარეს. უდიდესი მადლობა სტოკჰოლმის ქალთა საბჭოს და მის ხელმძღვანელს ასეთი დიდი ამაგისთვის და ამ პატარების სიხარულისთვის. ასევე დიდი მადლობა ყველა აქ მყოფ ადამიანს, რომლებმაც დღეს ბავშვებსაც და მათ აღმზრდელებსაც დიდი სიხარული მიანიჭეს“-განაცხადა ქალბატონმა ქეთევანმა.

დღე დასრულდა, პატარებს ღიმილიანი სახეებით ჩაეძინათ, მაგრამ ზღაპარი გრძელდება და კიდევ ბევრჯერ გაიხარებენ ეს ბავშვები ამ ადამიანების და იმედია სხვების სტუმრობითაც.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...