Home » მთავარი » “ქალთა ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია სხვადასხვა სპექტრთან შეხვედრა”

“ქალთა ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია სხვადასხვა სპექტრთან შეხვედრა”

სალომე ზურაბიშვილი ქალთა ძალადობის  საკითხებზე მომავალ კვირას ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს.

​”ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა. სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია  როგორც სახელმწიფო,  ასევე საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა. საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები.”-  ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...