Home » მთავარი » ქანთარიას ინიციატივა კახიშვილს სასჯელაღსრულების რეფორმაში

ქანთარიას ინიციატივა კახიშვილს სასჯელაღსრულების რეფორმაში

სასჯელაღსრულების რეფორმა გრძელდება, შემუშავდა 19 კანონპროექტი. ჩვენი ინფორმაციით საკმაოდ საინტერესო იდეა აქვს უმრავლესობის წევრს, ალექსანდრე ქანთარიას. მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია იდეის დონეზეა და კახიშვილის უწყებისთვის დეპუტატს ამ წინადადებით არ მიუმართავს, ჩვენ მაინც ვთხოვეთ საზოგადოებისთვისაც გაეცნო წინადადებაები.

„ქართული ოცნების“ წევრი,  დეპუტატი ნუკრი ქანთარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას – დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებმა ისარგებლონ უმაღლესი განათლების მიღების უფლებით, დადებითად აფასებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამ კუთხით შემოტანილი საკანონმდებლო წინადადებები მისაღებია, თუმცა გარკვეულ დახვეწას საჭიროებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წვერი მიიჩნევს, რომ არის პროფესიები, მათ შორის სახელოვნებო, სამხატვრო, სამედიცინო სფერო და ა.შ., რომელთა ელექტრონულად სწავლა შუძლებელია, რადგანაც საჭიროა პრაქტიკული უნარ-ჩვევბის შეძენა.

„კვოტების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩვეულებრივ მიიღონ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და შედეგის შესაბამისად მიიღონ სტუდენტის სტატუსი. მიმაჩნია, რომ საერთო კონკურსში გავლა, იგივე დაბალი რისკის მსჯავრდებულებისთვის, აუცილებელია“ – აღნიშნა ქანთარიამ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციალურ დაწესებულებებში უკვე 10 მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელთაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და ბარიერი გადალახეს.თუმცა, რეალურად სწავლას ვერ ახერხებენ. ამ ეტაპზე საუბარია სწავლების ელექტრონულმოდელზე და სრულფასოვანი დიპლომის მიღებაზე.

აქამდე მსჯავრდებულები მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების უფლებით და უმაღლესი განათლების პირველი საფეხური გავსლის უფლებით სარგებლობდნენ, თუმცა, ბაკალავრიატის პარალელურად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დაბალი რისკის მსჯავრდებულს მაგისტრატურაში ელექტრონული სწავლების უფლებაც ექნება. შესაბამისად, მას ექნება წვდომა იმ საიტებზე, რომლებიც განათლების მიღებაში დაეხმარება.

რაც შეეხება დიპლომს, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, უმაღლესი სასწავლებელი მსჯავრდებულ სტუდენტზეც ზუსტად ისეთივე დიპლომს გასცემს, როგორსაც ჩვეულებრივ სტუდენტზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, რომელსაც სასკელასღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა გეგმავს დანერგოს სისტემასი, ეხება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობას. უფრო კონკრეტულად კი, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც პატიმრობის კოდექსში იგეგმება, მსჯავრდებულებისასჯელის ბოლო 6 თვეს სხვა სპეციალურ დაწესებულებაშიმოიხდიან.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთვის წარმოდგენილი ცვლილებები მისაღებია, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, კარგი იქნება თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტო დაბალი რისკის პატიმრებთან დაკავშირებით, გასახლება-ჩასახლების პრაქტიკასაც დანერგავს. უფრო კონკრეტულად კი, გარკვეულ სოფლებში, თუნდაც მაღალმთიან რაიონებში მოხდეს ამ ტიპის პატიმრების ჩასახლება, რომლებიც სასჯელის მოხდის პარალელურად სამეურნეო საქმიანობასაც განახორციელებენ. შსაძლოა, ჩასახლების ადგილებში მათი ოჯახის წევრების ცხოვრებაც მოხერხდეს. დეპუტატის თქმით, ეს პატრიარქის ინიციატივაც იყო და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პატიმართა რესოციალიზაციას, არამედ მათ დასაქმებასაც.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი საკუთარ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებს  სოლიდარობას უცხადებს და აპირებს მათთან ერთად კარანტინი გაიაროს. ...