You are here
ქართველი საოპერო მომღერალი აფხაზეთში, კონცერტზე გაკეთებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა კულტურა მთავარი პოლიტიკა ყველა სიახლე 

ქართველი საოპერო მომღერალი აფხაზეთში, კონცერტზე გაკეთებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ოპერის მომღერალი სკანდალში გაეხვა. ინფორმაციას Eurasianet-ი ავრცელებს.

გიორგი თოდუა კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთში – ქართული აუდიტორიისთვის გამართულ კონცერტზე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გააკრიტიკა და საკუთარი შეხედულება ღიად დააფიქსირა. თოდუამ თქვა, რომ აფხაზეთში ადამიანებისთვის გაუსაძლისი პირობებია და ისინი ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელოვნის თქმით, ცუდ პირობებს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება.

ღონისძიების შემდეგ კომენტარი გააკეთეს დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმაც და მომხდარს საქართველოს მხრიდან მორიგი პროვოკაცია უწოდეს.

ღონისძიება გალის კულტურის სახლში 24 იანვარს გაიმართა.

 

Comments

comments

Related posts