Home » მთავარი » ქართველმა ბაიკერებმაც რომ მოისურვონ ოკუპირებულ აფხაზეთში პერფორმანსის მოწყობა? ნებას დართავენ?!.

ქართველმა ბაიკერებმაც რომ მოისურვონ ოკუპირებულ აფხაზეთში პერფორმანსის მოწყობა? ნებას დართავენ?!.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლი გადმოსწიეს, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ამბობს, რომ  რუსეთი მცოცავ ანექსიას აგრძელებს!

-“მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” წევრებს საქართველოში პერფორმანსის მოწყობის სურვილი აქვთ, რუსეთი მცოცავ ანექსიას აგრძელებს!

როგორც, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ადნინისტრაციული საუკუპაციო ზოლთან ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძე და არველოდ ნაჭყებია დაზარალდნენ და მათი 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. მითუმეტეს როდესაც 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტარდება რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკა მითუმეტეს ამისა რუსეთის მხრიდან მაინც აგრძელებს საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკას და მცოცავი ანექსიას…

საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედრო ოკუპანტებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო,… და 2 ჰექტარამდე მიწა ოკუპირებულ აფხაზეთისკენ მოაქციეს, იმედია შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. რომელიც მარტო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლება და თავის მხრივ ამ აგრესიის შესაჩერებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს რისთვისაც უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ინსტიტუტები…, ამასთანავე როგორც მედიით გახდა ცნობილი ყოფილა “რუსეთ საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” რომელიც გეგმავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” წევრების საქართველოში მოპატიჟებას და მათთან ერთად 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას,… როგორც ამ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ მედიით რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება და საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვენ. თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ინიციატივის დაკმაყოფილება მოხდება რბილად, რომ ვთქვათ ეს იქნება ერთგვარი ტესტიც ხელისუფლებისათვის რომელიც ბევრ რამეზე გასცემს პასუხს….?

როგორც ზოგიერთი აღნიშნავს, თურმე 9 მაისს გერმანიაზე გამარჯვების დღეს პერფორმანსის მოწყობით აღნიშნავენ პუტინის ფავორიტი “ღამის მგლები”, მაშინ ასეთი ლოგიკით საქართველოს განუყოფილი რეგიონიდან ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ბევრი ადამიანი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და ბევრიც საკუთარ სახლებში არ დაბრუნებულა და თავი შესწირა კიდეც ერთიან ქვეყანას, მაშინ ქართველ ბაიკერებმაც, რომ მოისურვონ და მოტოციკლეტით შესვლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონს წარმოადგენს და მოინდომონ პერფორმანსის მოწყობა, საინტერესოა ნებას დართავს კი ქართველ ახალგაზრდა ბაიკერებს აფხაზეთის მარიონეტული “ხელისუფლება” და ოკუპანტი რუსეთი!!!? ….“ -აცხადებს თევზაძე.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...